ეროვნული სკრინინგ ცენტრი
მთავარი

მამოგრაფიის სწავლების კურსი

ეროვნული სკრინინგ ცენტრის 10 წლის იუბილესა და “ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით, რომელიც ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა, 13-14 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“, შვედეთიდან მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი, რადიოლოგი, მამოგრაფიის სწავლების კურსის ხელმძღვანელი, პროფესორი ლასლო თაბარი ექიმებისთვის ჩაატარებს ტრენინგს თემაზე - „ძუძუს დაავადებების გამოვლენა და დიაგნოსტიკა მულტიდისციპლინური მიდგომით“.

ტრენინგი განკუთვნილია რადიოლოგებისთვის, ონკოლოგებისთვის, მამოლოგებისთვის, ქირურგებისთვის, გინეკოლოგებისა და ციტოპათოლოგებისთვის. კურსის მიზანია ინტერაქტიული მეთოდით ძუძუს კიბოს სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი ტენდენციებისა და მიდგომების განხილვა.  აღნიშნული ტრენინგი ხელს შეუწყობს დარგის სპეციალისტებისთვის ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკისა და მართვის მიმართულებით პროფესიული ცოდნის გაღრმავებას. ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ, როგორც ქართველ ექიმებს, აგრეთვე, რეგიონის მასშტაბით და მეზობელი ქვეყნების სამედიცინო წრეების წარმომადგენლებს.

 

საქართველოს მოქალაქეებისთვის ტრინინგის ღირებულება შეადგენს 450 ლარს (გადახდა შესაძლებელიაVisa, MasterCard ბარათებით), რომელიც  მოიცავს:

სწავლების საფასურს;

ლასლო თაბარის 3D სახელმძღვანელოს „Understanding the Breast in Health and Diseases“, ინგლისურ ენაზე;

მონაწილეობის დამადასტურებელ სერთიფიკატს;

ელექტრონული ფორმატით USB დისკზე ჩაწერილ კურსის მასალებს;

სადილს და ყავის შესვენებებს 2 დღის მანძილზე.

 

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ტრენინგის ღირებულება შეადგენს 970 ლარს, რომელიც  მოიცავს:

სწავლების საფასურს;

ლასლო თაბარის 3D სახელმძღვანელოს „Understanding the Breast in Health and Diseases“, ინგლისურ ენაზე;

მონაწილეობის დამადასტურებელ სერთიფიკატს;

ელექტრონული ფორმატით USB დისკზე ჩაწერილ კურსის მასალებს;

სადილს და ყავის შესვენებებს 2 დღის მანძილზე.

 

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, უწყვეტი სამედიცინო განათლების I კატეგორიის საერთაშორისო სერთიფიკატის (14 კრედიტ საათი) მიღება,  რომლის დამატებითი საფასური  შეადგენს 50$ (გადახდა მოხდება საერთაშორისო კრედიტ ქულების გამცემი ორგანიზაციის ანგარიშზე). გადახდის დეტალებზე ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ სკრინინგ ცენტრის ადმინისტრაციას: training@gnsc.ge

 

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, თქვენ მოგენიჭებათ კოდი, რომლის საფუძველზეც სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“ შეგიძლიათ მიიღოთ აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში (12-15 ოქტომბერი) მოქმედი სპეციალური ფასდაკლება სასტუმროს ნომერზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: training@gnsc.ge

საკონტაქტო პირი: სოფო ქემაშვილი, Tel:  595 707 222

ტრენინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია: ტრეინინგის პროგრამა

ტრეინინგზე რეგისტრაციის მაგალითი: ინტრუქცია

თუ უკვე გაიარეთ რეგისტრაცია მიყევით ბმულს: ავტორიზაცია

თუ გსურთ რეგისტრაცია მიყევით ბმულს: რეგისტრაცია

 

მისამართი: სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“, საკონფერენციო დარბაზი  26 მაისის მოედანი 1,